Canguru · ვეტკლინიკებისთვის
მთელი კლინიკა ერთ პროგრამაში
უფასოდ 1 იანვრამდე
ჯავშნები, ვიზიტები, აცრები, გადახდები და მარაგი ერთ ადგილას, ქართულად. მოვალთ, დაგიყენებთ და გუნდს ვასწავლით.
როგორ ვიწყებთ ↓რას იღებთ 1 იანვრამდე
- სრულ პროგრამას, ყველა ეკრანით და შეზღუდვის გარეშე
- დაყენებას: კლინიკას ჩვენ გავხსნით და თქვენს ფასებს ჩვენ შევიყვანთ
- სწავლებას კლინიკაში და ქართულ სახელმძღვანელოს
რეგისტრაციის პიკი 1 იანვრამდე
ყველა ძაღლი და კატა 1 იანვრამდე უნდა იყოს ჩიპირებული და რეგისტრირებული, და ამ საქმის დიდ ნაწილს კლინიკები აკეთებენ. Canguru-ში ცხოველი, პატრონი, ჩიპი და აცრები ერთხელ იწერება. მერე ცხოველს ჩიპით წამში იპოვით, და ერთი ჩიპი ორჯერ ვერ დარეგისტრირდება.
ყოველდღიური საქმე ერთ ადგილას
მთელი დღე ერთ ეკრანზე
ვინ არის ჩაწერილი, ვინ არის კაბინეტში, რა დასრულდა. დაგვიანებული ვიზიტები და გადაუხდელი ანგარიშები თავად ჩანს.
ვიზიტი ერთ ფანჯარაში
ცხოველს იპოვით სახელით, ტელეფონით ან ჩიპით. ფასი ცხოველის სახეობით და წონით ითვლება.
გადახდილი და დასრულებული, ერთი დაჭერით
ვიზიტი სრულდება, ინვოისი გაიცემა, თანხა მიღებულია. ნაღდი, ბარათი ან გადარიცხვა.
ექიმის სამუშაო გვერდი
ჩანაწერი თავისით ინახება, წინა ვიზიტები გვერდით ჩანს, ალერგია ყოველთვის თვალწინაა.
მარაგი წინასწარ გაფრთხილებთ
ცოტაა ან ვადა იწურება? წითლად ჩანს. პროცედურა თავის მასალას თავად ჩამოწერს.
პატრონი ხელს ტელეფონით აწერს
თანხმობის ბმული SMS-ით მიდის. ხელმოწერილი PDF ვიზიტთან ინახება.
ფასები 2027 წლიდან
1 იანვრამდე Canguru უფასოა. შემდეგ თვიური გამოწერაა, კლინიკის ზომის მიხედვით.
სოლო
99₾ თვეში
სრული პროგრამა ერთი ექიმისთვის, 3-მდე თანამშრომლის ანგარიში.
კლინიკა
199₾ თვეში
10-მდე თანამშრომლის ანგარიში, სტაციონარით.
ჰოსპიტალი
349₾ თვეში
24-საათიანი კლინიკისთვის, 20-მდე თანამშრომლის ანგარიში.
- ფასებში დღგ შედის. ავტომატურად არაფერი ჩამოგეჭრებათ: იხდით ჩვენი ინვოისით, გადარიცხვით.
- ინტეგრაციები, მაგალითად ონლაინ ჯავშნის პლატფორმებთან, ცალკე სერვისია. ფასს ერთად შევათანხმებთ.
- 20-ზე მეტი თანამშრომელი გყავთ? დაგვიკავშირდით და ფასს გეტყვით.
როგორ ვიწყებთ
- 1
დაგვიკავშირდით: დარეკეთ, მოგვწერეთ Viber-ზე ან ელფოსტაზე.
- 2
კლინიკას Canguru-ში ჩვენ გავხსნით და თქვენს ფასებს შევიყვანთ, Excel-იდან ან ქაღალდიდან.
- 3
მოვალთ და ერთ ჩვეულებრივ დღეს ერთად გავივლით.
ხშირი კითხვები
- რა ხდება 1 იანვარს?
- Canguru თვიური გამოწერა ხდება: 99, 199 ან 349 ლარი თვეში, კლინიკის ზომის მიხედვით. მაშინ გადაწყვეტთ, გააგრძელებთ თუ არა. ავტომატურად არაფერი ჩამოგეჭრებათ.
- რა გვჭირდება დასაწყებად?
- კომპიუტერი ან ტაბლეტი და ინტერნეტი. დასაყენებელი არაფერია: Canguru ბრაუზერში მუშაობს.
- ჩვენს მონაცემებს ვინ ხედავს?
- თქვენს კლინიკას საკუთარი ბაზა აქვს. სხვა კლინიკა ცხოველს მხოლოდ ჩიპით ან პატრონის ტელეფონით პოულობს, თუ ცხოველი გაზიარებულია. თქვენი ფასები, ანგარიშები და მარაგი სხვისთვის არასდროს ჩანს.
- რომელ ენებზე მუშაობს?
- ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ყველა თანამშრომელი თავის ენას ირჩევს, და ფურცლებიც ამ ენაზე იბეჭდება.
- ცხოველს სახელმწიფო ბაზაში Canguru არეგისტრირებს?
- ჯერ არა: ერთიან ბაზაში ცხოველს კლინიკა თავად შეიყვანს. Canguru-ში ჩიპი, პატრონი და აცრები ერთ ადგილას გაქვთ, ასე რომ შეყვანა სწრაფია.
- ჯერ ნახვა შეიძლება?
- რა თქმა უნდა. მოვალთ კლინიკაში და 20 წუთში გაჩვენებთ, ან ონლაინ შევხვდებით.
გაჩვენებთ თქვენს კლინიკაში
მოვალთ და ერთ ჩვეულებრივ დღეს ერთად გავივლით. 1 იანვრამდე ეს არაფერი ჯდება.
info@canguru.ge